რეზონანსი
28.03.2023

ლევან იოსელიანის განცხადებით, ნებისმიერ ძალადობა მიუღებელია. სახალხო დამცველი ქალთა შევიწროების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევაზეც ისაუბრა.

„სოლიდარობა გამოვხატეთ მსხვერპლი ქალების მიმართ. ინტერპრეტაცია, თითქოს ჩვენ ვიღაცის მომართვას ველოდებით, მცდარია. როგორც კი ეს საჯაროდ გახდა ცნობილი, ჩვენ დავიწყეთ ამის შესწავლა. ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული, - განაცხადა იოსელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო.

პარალელურად, ჩიქოვანი POSTV-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძეს უჩივის, ტელევიზია კი პრეზიდენტს სუბიექტურობაში ადანაშაულებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×