რეზონანსი
30.03.2023

სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება და საბედნიეროდ, „ლელოს" პოზიცია უცვლელია, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილს საკითხს სახელმწიფოებრივი მიხედვა სჭირდება.

„ერთი წელია ვამბობთ, რომ ამ საკითხს სახელმწიფოებრივი მიხედვა სჭირდება და ამის კონკრეტული მაგალითი იქნებოდა უცხოეთში მისი სამკურნალოდ გადაყვანა ყოველგვარი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებისგან დამოუკიდებლად, წმინდა ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, ეწევა თუ არა სააკაშვილი თვითდაზიანებას, როგორც ამას მმართველი გუნდი ამბობს, უსუფაშვილმა აღნიშნა: „არ შემიძლია, ეს არ დავინახო ან ვერ დავინახო".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×