რეზონანსი
30.03.2023

„ქართული ოცნების" წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ვერ ჩამოყალიბდა, რა აკეთონ. მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლები ხან პარლამენტში შედიან და ხან ქუჩაში ცდილობენ ხალხის შეკრებას.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, 9 აპრილისთვის დაანონსებული აქციაც მათი პოლიტიკური გაურკვევლობის მორიგი გამოხატულებაა.

„ნაციონალური მოძრაობა" ძალიან დაბნეულია, ვერც ის გაიგეს, სად უნდა იმუშაონ, რა უნდა აკეთონ და რა საკითხი იყოს დღის წესრიგში. ამ დაბნეულობაში ხან ქუჩაში ცდილობენ ხალხის მოგროვებას, ხან პარლამენტში შემოდიან და გადიან. ვერ ჩამოყალიბდნენ და ასეთ გაუგებრობაში არიან. 9 აპრილის აქციაც მათი პოლიტიკური გაურკვევლობის მორიგი გამოხატულებაა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×