რეზონანსი
30.03.2023

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს გარკვეული ტრენინგებისთვის, რომ დავეხმაროთ ამაში, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზეც იმ რეზოლუციების მიღებაში, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას.

როგორც რობინ დანიგანმა განაცხადა, სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ამ დიალოგის გასაგრძელებლად.

„ჩვენი, აშშ-ის აბსოლუტური პრიორიტეტია სანქციებთან შესაბამისობა და შესრულება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი საუბარი საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საქართველოს კერძო სექტორთან და საქართველოს საფინანსო სექტორთან. საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს გარკვეული ტრენინგების ჩატარებისთვის, რომ დავეხმაროთ იმის განხორციელებაში, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა. საქართველოს აბსოლუტურად უნდა ესმოდეს, რომ აშშ-ს არ სურს, გააგრძელოს სანქციების აცილების გზით რუსეთის ომის დაფინანსება სამომავლო აგრესიებისთვის. ეს საუბარი გვაქვს საქართველოსთან. სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ამ მნიშვნელოვანი დიალოგის გასაგრძელებლად. საქართველო ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც გაერო-ში, ასევე ეუთო-ში უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციების მიღებაში, რომლებიც გმობს რუსეთის აგრესიას. ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ კუთხით", - განაცხადა რობინ დანიგანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×