რეზონანსი
30.03.2023

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მტკიცე მხარდაჭერას უწევს უკრაინას ამ ომში.

„ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად. მათ გააგზავნეს [უკრაინაში] კრიტიკული მნიშვნელობის ენერგეტიკული აღჭურვილობა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოსისტემის აღსადგენად. საქართველომ მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი. საქართველომ ასევე მიიღო რუსი დისიდენტები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთიდან ომის დროს გაიქცნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა კარგად იციან ის საფრთხე, რასაც ახლა უკრაინა განიცდის, რადგან რუსეთს 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. აქტიურად ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად", - აღნიშნა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×