რეზონანსი
31.03.2023

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­უფრ­თხილ­და რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუსს, როცა არ შე­უ­ერ­თდა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს, სა­პა­სუ­ხოდ კი ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­რე ლუ­კა­შენ­კო არ გა­უფრ­თხილ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

„დიახ, ჩვენ ვუ­ერ­თდე­ბით გა­ე­რო-ში რე­ზო­ლუ­ცი­ებს, თუმ­ცა ყვე­ლა სხვა მო­რა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვას ვე­რი­დე­ბით, თუ ვე­მიჯ­ნე­ბით. 25 თე­ბერ­ვალს, სრუ­ლი­ად უად­გი­ლო ად­გი­ლას, ვა­ცხა­დებთ, რომ სან­ქცი­ებს არ ვუ­ერ­თდე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც პი­რი­ქი­თაა და შეგ­ვიძ­ლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ და­ვა­წე­სებთ ჩვენს ეროვ­ნულ სან­ქცი­ებს, მაგ­რამ ვუ­ერ­თდე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სოს - მეტს არა­ვინ არა­ფერს გვთხოვ­და არც ჩვენ და არც მოლ­დო­ვას.

იმ დროს, როცა მთელ­მა ევ­რო­პამ სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნია, გა­მი­ჯვნო­და, ჩვენ გა­ვუფრ­თხილ­დით მათ და არ შე­ვუ­ერ­თდით ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს. ამ დროს ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი არ გაგ­ვიფრ­თხილ­და, არ გა­უფრ­თხილ­და ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, და­არ­ღვია ოკუ­პა­ცი­ის კა­ნო­ნი და უღა­ლა­ტა არა­ღი­ა­რე­ბის პრინ­ციპს - ახია ჩვენ­ზე!

ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­სამ­ჩნე­ვად ვუფრ­თხილ­დე­ბით, რომ არ გა­ვა­ღი­ზი­ა­ნოთ რუ­სე­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა, რომ გა­სა­გე­ბიც იყოს, მაგ­რამ გა­სა­გე­ბი არაა იმა­ვე ზრდი­ლო­ბით და მო­წი­წე­ბით რა­ტომ არ ვუფრ­თხილ­დე­ბით ჩვენს მე­გობ­რებს და პარტნი­ო­რებს. შე­დე­გად დღეს გვაქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ იმ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ამ ბოლო ორი წლის რი­ტო­რი­კით და ქმე­დე­ბე­ბით თქვენ წა­შა­ლეთ და შე­უც­ვა­ლეთ გეზი თქვენს 9 წლი­ან მმარ­თვე­ლო­ბას და გა­და­უხ­ვი­ეთ თქვე­ნი ხალ­ხის და ამომ­რჩევ­ლის ნე­ბას და მან­დატს. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად კი 2022 წლის 17 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლომ ვერ მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×