რეზონანსი
31.03.2023

თი­თო­ე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ეპი­ზოდ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირ­ბა­დით იყო და მას მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და იმის, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ვერ შეძ­ლებ­დნენ გარ­კვე­ულ­წი­ლად მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბულ ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა თა­მარ ია­კო­ბი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა, ვი­ნა­ი­დან სა­ხე­ზე იყო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტი, ასე­ვე, სა­ხე­ზე იყო ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე. აღ­ნიშ­ნუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი სა­სა­მარ­თლომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად შე­უ­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ ხაზი გა­უს­ვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ადას­ტუ­რებ­და ფაქტს, რაც შე­ე­ხე­ბო­და "მო­ლო­ტო­ვის" კოქ­ტე­ი­ლის სრო­ლას პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ასე­ვე, პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მო­ბილ­ზე ცე­ცხლის წა­კი­დე­ბის ფაქტს. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა გა­მო­ი­ყე­ნა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა, რაც ახ­სნა იმით, რომ სურ­და ად­ვო­კა­ტებ­თან კი­დევ ერთი სა­მარ­თლებ­რი­ვი კონ­სულ­ტა­ცია, რაც მისი კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბაა.

დაც­ვის მხა­რე მათ შო­რის აპე­ლი­რებ­და იმა­ზე, რომ ბრალ­დე­ბულს მი­მალ­ვა არ უც­დია, თუმ­ცა, თი­თო­ე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ეპი­ზოდ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სწო­რედ, პირ­ბა­დით იყო და მას მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და იმის, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ვერ შეძ­ლებ­დნენ გარ­კვე­ულ­წი­ლად მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. სწო­რედ გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი მისი ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა. საქ­მე­ში არის მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ასე­ვე, არის მისი ამოც­ნო­ბის ოქ­მე­ბი, არის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბია დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის საქ­მე­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით არის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და ასე­ვე ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბაა ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ადას­ტუ­რებს",- გა­ნა­ცხა­და ია­კო­ბი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა 7 მარტს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, ორ­ჯერ ის­რო­ლა ე.წ. „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი".

ასე­ვე, ბრალ­დე­ბულ­მა 9 მარტს, ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩა­ზე, გან­ზრახ წა­უ­კი­და ცე­ცხლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნილ „ტო­ი­ო­ტა კო­რო­ლას" მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე და­იწ­ვა. ამ ქმე­დე­ბის შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 39 500 ლა­რის ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი მი­ად­გა.

ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით) და 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა" ქვე­პუნ­ქტით (სხვი­სი ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა, ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის ზო­მად 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×