რეზონანსი
31.03.2023

ჩვენ ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის" გახსნა და ეს აბსურდია.

"[ევროკავშირთან დაახლოების] ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამას დავეხმაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არჩევანი ქართველების გასაკეთებია.

ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის" გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია. სრულიად გვესმის საქართველოს ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ვიცით საქართველოს ტრაგიკული ისტორია, მათ შორის რამდენიმე ომი, ბოლო 2008-ში, გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% საქართელოს მთავრობის კონტროლის მიღმაა. ამავდროულად, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×