რეზონანსი
31.03.2023

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რამეთუ ჩვენმა ხალხმა დაინახა, რომ ამ დიდი ძალისხმევის შედეგად არჩეული პრეზიდენტი წარმოადგენდა არა ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, არამედ რადიკალურ ოპოზიციას, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„პრეზიდენტს შევახსენეთ და მივუთითეთ, ვინ სად დგას. ჩვენ ვდგავართ ქვეყნისა და ხალხის გვერდით. ქალბატონი პრეზიდენტი დგას ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ავანგარდში. როგორ უნდა მოახერხო, რომ შენი ხალხის არჩეულმა პრეზიდენტმა იმდენი გააკეთო, რომ ტაშს გიკრავდეს არა შენი ხალხი და ქვეყანა, არამედ რადიკალური ოპოზიცია - ქალბატონი წითლიძე, სამადაშვილი და სხვები. ჩვენ სრულ ძალისხმევას ვახმართ იმისთვის, რომ სიმართლე გაიგონ ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა, მაგრამ როდესაც ხარ საქართველოს პრეზიდენტი და ვალდებული ხარ, ხელი შეუწყო ქვეყანაში კონსოლიდირებას და არ წაახალისო რადიკალიზმი - ჩვენ დღეს მოვისმინეთ უამრავი ცილისწამება. ვერ მოვისმინეთ მისი გამოსვლიდან იოტისოდენა სიმართლეც კი. მაგალითად, ვერ მოვისმინეთ ის, თუ როგორ ხედავს ის რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის დეპოლარიზაციას. ვერ მოვისმინეთ, რომ მას დაეგმო ნეოფაშისტების მიერ წამოწყებული კამპანია. ვერ მოვისმინეთ, რომ ობიექტურად შეეფასებინა სიტუაცია და ამ ორ მხარეს შორის ჰქონოდა ბალანსი", - აცხადებს დეპუტატი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×