რეზონანსი
01.04.2023

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ კანპანია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მიმდინარეობს, სიმართლე რომ ყოფილიყო, მისი ოჯახი სტრასტურგში სარჩელს აუცილებლად შეიტანდა.

„ეს იყო მათი კამპანია სახელად „მიშა კვდება". წლებია, მიმდინარეობს ეს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება. ეს რომ 1%-აც მართალი ყოფილიყო, ბუნებრივია, მეორე დღესვე შეიტანდნენ სტრასბურგში სარჩელს. რადგან ეს არ გააკეთეს, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის ფეიკკამპანია და რუსული სტილის დეზინფორმაციის ნაწილი", - აცხადებს მდინარაძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნის გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×