რეზონანსი
25.05.2023

ევროკომისიის პრესსპიკერის, ტიმ მაკფის განცხადებით, გაზის მოხმარების შემცირების გეგმის წყალობით, ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღარ არის.

„ბოლო წლის განმავლობაში ევროპამ განახორციელა ამბიციები გეგმის მიხედვით, რომელიც რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შეწყვეტას გულისხმობს. ახლა ჩვენ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ჩვენ მათზე დამოკიდებული აღარ ვართ", - განაცხადა მაკფიმ.

ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირმა შეწყვიტა რუსული ნახშირის იმპორტიც, ხოლო ნავთობი რუსეთის ფედერაციიდან წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს იმ მოცულობის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებამდე იყო. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალისხმევით, გაზის მოხმარება მიმდინარე წლის მარტამდე სულ მცირე 15%-ით უნდა შემცირებულიყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×