რეზონანსი
25.05.2023

მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი თუ მიდის რუსეთში, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის რაღაც დანაბარების გადასაცემად მიდის, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ვიზიტი, არამედ კერძო ვიზიტია და კერძო ვიზიტით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წასვლა.

„ადამიანი, რომელიც წავიდა რუსეთში საეკლესიო დღესასწაულის მოსალოცად, მიხეილ სააკაშვილის მოძღვარია. ეს კერძო ვიზიტია, საპატრიარქოს ოფიციალური ვიზიტი არ არის. კერძო ადამიანს უფლება აქვს, წავიდეს, სადაც მოესურვება და თუ ახლა მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი მიდის რუსეთში, არ გამოვრიცხავ, მიხეილ სააკაშვილის რაღაც დანაბარების გადასაცემად მიდის მოსკოვში. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. სჯობს, მას შეეკითხოთ, რატომ წავიდა. პოლიტიკურ, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჭრილში ამ ფაქტის შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ეს კერძო ადამიანის კერძო ვიზიტია. მერე რა, რომ სინოდის წევრია. კერძო ვიზიტით წასვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ის რომ ჩადიოდეს ოფიციალურად, საპატრიარქოს სახელით და საპატრიარქოს ვებგვერდზე იყოს ინფორმაცია ამის შესახებ, მაშინ სხვა საკითხია", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კითხვაზე, „რა შეიძლება დაებარებინა სააკაშვილს?", - ეკა სეფაშვილი პასუხობს: „არ ვიცი, ნახევრად ხუმრობით ვთქვი ვარაუდი, რადგან მისი მოძღვარია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×