რეზონანსი
25.05.2023

მოსაშვილზე სროლისას დაჭრილია ორი პირი - ვაკეში მომხდარის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ფეხბურთელი გუგა ფირცხალავა, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. დაჭრილია კიდევ ერთი პირი - რეზი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, სროლა მოსაშვილის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას, რამდენიმე წუთის წინ იყო. შეიარაღებული პირი ახალგაზრდა კაცს კაფე "სტრადაში" დაესხა თავს. თვითმხილველებმა 1 საეჭვო პირი დაინახეს, რომელიც სროლის შემდეგ, ვაკის პარკის მიმართულებით გარბოდა.

ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×