რეზონანსი
25.05.2023

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში სროლისას დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, სადაც დაშავებულია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე ერთი-ერთი კაფის ვერანდაზე სროლა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლა ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ განახორციელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×