რეზონანსი
25.05.2023

„კონსერვატიული პარტიის" ლიდერის, „ქართული ოცნების" ყოფილი წევრს ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის 250 - წლიანი ისტორიის განმავლობაში, ერთი წელი არ ყოფილია, რომ რუსეთს პარტნიორული ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოსთან.

როგორც ძიძიგურმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ამწვავებს ევროკავშირის სახელმწიფოებთან და აშშ-სთან ურთიერთობებს და კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„ევროკავშირის დროშა იქ კიდია, მაგრამ ის დროშა, რომელიც მუდმივად ეკიდა. სადღესასწაულო გაფორმებაში ევროკავშირის დროშა, ახალი ფორმატით, აღარ მონაწილეობს. ეს, რა თქმა უნდა, მიზეზის გარეშე არ ხდება. ამას თავისი მარტივი მიზეზი აქვს, ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ორცეცხლშუა, წვალობს. არც ევროპასთან უნდა საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა, თუმცა ვხედავთ, რომ მისი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ამწვავებს ევროკავშირის სახელმწიფოებთან და ამერიკასთან ურთიერთობებს და ართულებს კანდიდატის სტატუსის მიღების ნაწილსაც. ამავე დროს ხელისუფლებას უნდა, რომ რუსეთს დაანახოს - ისე არ ვაკეთებ, როგორც უნდათ. ორცეცხლსშუა", - განაცხადა ძიძიგურმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„როგორც კი მომწიფდება კანდიდატის სტატუსის მიღების დრო, ყოველთვის ისეთს აკეთებენ, რომ მეტად გაართულონ ურთიერთობა. აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

რუსულ-ქართული ურთიერთობის 250 წლიანი ისტორია გვაქვს. ამ 250 წლის განმავლობაში, ერთი წელი არ ყოფილია, რომ რუსეთს პარტნიორული ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოსთან.

რუსეთის არსებობის განმავლობაში, როდის მომხდარა რამეს თათი დაადო და უკან დათმო, ასეთი რამ ისტორიაში არ არსებობს. ამ საკითხებს უფრო პრაგმატულად უნდა შევხედოთ და ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ის , რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს: ჩვენ გვჭირდება ინტეგრაცია დასავლურ სამყაროსთან და მეგობრობა აშშ-თან - ეს არის ერთადერთი დაცვა.

ჩვენ უკვე ვნახეთ, რას ნიშნავს რუსული ჩექმა და ილუზიები, რომ რუსეთთან მეგობრობით, შეიძლება რამე პოზიტიურს მიაღწიო შენი ქვეყნის განვითარებაში, ეს აპრიორი საქართველოში მიღებულია, როგორც აქსიომა", - განაცხადა ძიძიგურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×