რეზონანსი
28.05.2023

ქო­ბუ­ლეთ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ სამ პირს - ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ანს, და­ვით მე­ნაბ­დეს და ლუკა ჯიბ­ლა­ძეს ბათუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­მი­ვე და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მუხ­ლით ედე­ბათ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს წარ­დგე­ნი­ლი, ქვე­ყა­ნა თურ­ქე­თის გავ­ლით უკვე და­ტო­ვა და მი­მალ­ვა­შია.

პრო­ცეს­ზე ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ მომ­ხდა­რის და­მალ­ვის მი­ზე­ზი მუ­ქა­რა და შიში იყო, რის გა­მოც ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ან­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ აც­ნო­ბა.

მისი თქმით, მუ­ქა­რას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლის მხრი­დან გა­ნიც­დიდ­ნენ.

პრო­კუ­რორ თორ­ნი­კე გო­გეშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ხელ­დე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­მალ­ვა­ში მყოფ­მა ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვილ­მა სტუმ­რად მყო­ფი გი­ორ­გი ალ­ხა­ნიშ­ვი­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრალ­დე­ბის მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვილ­მა ალექ­სან­დრე ახვლე­დი­ან­თან ერ­თად, მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა და მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში ტყის პი­რას და­მარ­ხა.

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, მომ­ხდარს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ვით მე­ნაბ­დე და ლუკა ჯიბ­ლა­ძე შე­ეს­წრნენ, თუმ­ცა მათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მომ­ხდა­რი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

პრო­კუ­რო­რის თქმით, თა­ვად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლი ლონ­დონ­ში სწავ­ლობს და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მა­ისს ღა­მით მოხ­და. მე­ო­რე დღეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა შემ­თხვე­ვის დროს მყო­ფი პი­რის დახ­მა­რე­ბით ცხე­და­რი და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნა და და­მარ­ხა, თვი­თონ კი 19 მა­ისს ქვე­ყა­ნა თურ­ქე­თის გავ­ლით და­ტო­ვა. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 22 მა­ი­სი­დან და­ი­წყო, როცა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თეს, მათ იცოდ­ნენ ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რებს ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ 20 წლის ახალ­გაზ­რდა სახ­ლი­დან ტაქ­სით გა­ა­ცი­ლეს“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა თორ­ნი­კე გო­გეშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ქო­ბუ­ლეთ­ში სო­ფელ ლეღ­ვა­ში 20 წლის გი­ორ­გი ალ­ხა­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 26 მა­ისს გამ­თე­ნი­ი­სას იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა უკვე ჩა­უ­ტარ­და, იგი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას ცხე­დარს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. მისი ამოც­ნო­ბა დე­დამ პი­რა­დი ნივ­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლო.

მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 18 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×