რეზონანსი
28.05.2023

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ბრიუსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით იქნება განმსჭვალული და არა ამ პროცესის შეფერხებით.

„მისი გამოსვლის შინაარს წინასწარ ვერ განვჭვრეტ. იმედი მაქვს, ახლა ამ განსაკუთრებულ მომენტში, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც განმსჭვალული იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით და არა პირიქით, რომ რამენაირად შეფერხდეს ეს პროცესი",- განაცხადა პაპუაშვილმა. მან ხელისუფლების მისამართით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებები არ შეაფასა.

„არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე. უბრალოდ, ერთს ვისურვებდი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიცია. ის, თუ აღლუმზე რა განწყობა არის და რა განწყობის უნდა იყოს, მათ შორის გამოსვლები.ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა აღმატებული განწყობა, როდესაც გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ჯარის, ახალწვეულების წინაშე, რომლებიც ფიცს დებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ დროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართვაც სწორედ ამ სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული. ეს არის საზეიმო დღე და შესაბამისი შინაარსი და ფორმა უნდა ჰქონდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×