რეზონანსი
28.05.2023

"როგორც ფრენების ჩაკეტვა, ასევე რუსეთთან ფრენების აღდგენა იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამაზე საქართველოს არც გავლენა, არც რაიმე სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია", - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პუტინის განცხადების კომენტირებისას თქვა.

„ჩვენ გვახსოვს, 2019 წელს, როდესაც შეწყდა პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მაშინ, მათ შორის ჩვენი დასავლელი კოლეგები, ასევე დასავლეთ ქვეყნების ელჩები საქართველოში მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ ეს სანქცია მოეხსნა. რადგან თავის დროზე იცით, რომ ეს სანქციის სახით იყო შემოღებული რუსეთის მხრიდან. მაშინვე იყო ეს მოწოდებები, თუმცა ეს მოწოდებები არ იქნა გათვალისწინებული რუსეთის მხრიდან. ახლა მიიღეს გადაწყვეტილება ცალმხრივად. ჩვენ ამაზე არანაირი გავლენა არ გვაქვს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ის უსამართლო სანქცია, რაც ჰქონდა დაწესებული რუსეთს საქართველოს მიმართ, მოიხსნა. ზოგადად, კარგია, რომ სანქციები, ვისაც აქვს დაწესებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ყველამ მოხსნას",- თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ საქართველოში რეაქცია, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესებას მოჰყვა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მისი თქმით, ის მადლობას ელოდა, თუმცა "გაუგებარი ქარიშხალი" მიიღო.

გარდა ამისა, პუტინის თქმითვე, ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×