რეზონანსი
28.05.2023

ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ პარტია „ლელო- საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ქართულ-უკრაინული ურთიერთობები განიხილეს.

„სტოკჰოლმში მიმდინარე „ალდეს" ყრილობაზე, სადაც 80-მდე ევროპული პარტია მონაწილეობს უკრაინულ დელეგაციას ოვაციები მოუწყვეს. ამ დელეგაციას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა ხელმძღვანელობს.

ოლგა სტეფანიშინასთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი ამოცანაა აღდგეს ჩვენი ქვეყნების ტრიო და საქართველომ ისეთივე ტემპით წაიწიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში როგორც უკრაინა და მოლდოვა. ასევე, განვიხილეთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები, მათი კიდევ უფრო გაღრმავების გზები და „ლელოს" მზაობა, რომ გააგრძელოს ჩვენი უკრაინელი მეგობრების სრული პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×