რეზონანსი
01.06.2023

ლიეტუვა არის ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორებს და ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.

„ლიეტუვა არის ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორებს და ასე გაგრძელდება, მაგრამ გადაწყვეტილებები მისაღებია, რეფორმები გასატარებელია და ჯილდოდ რეფორმების იმპლემენტაციისთვის ევროკავშირიდან უნდა იყოს პასუხად ინტეგრაცია და მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კარი ღიაა, რა თქმა უნდა. არა ისე, როგორც ნატოს ღია კარი უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა, რომ კარი ღია იყოს, მაგრამ ასევე უნდა იყოს მკაფიო გზავნილი როგორ გაიღოს კარი. უკრაინა ამბობს კარი ღიაა, მაგრამ სად არის ეს ღია კარი?", - აღნიშნა ნაუსედამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×