რეზონანსი
01.06.2023

ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკის მიუხედავად, საქართველო ჯერჯერობით ბელარუსი არ არის, თუმცა ტრაექტორია ამ რეჟიმს ამ მიმართულებით აქვს.

"საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმაშფოთებელი ის კი არ უნდა იყოს, ზუსტი შეფასება და პარალელი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა თუ არა, არამედ ის, რაზეც ზელენსკიმ ილაპარაკა - ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, რადგან ნატოს გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამაზე ჩვენივე მთავრობა ხმას არ იღებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×