რეზონანსი
02.06.2023

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა 32 წლის ლიზა იას­კომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ დედა გახ­და. მისი პირ­ვე­ლი შვი­ლის მამა კი, ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, 55 წლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია.

ლიზა იას­კომ დე­დო­ბას მი­უ­ძღვნა "მგრძნო­ბი­ა­რე პოს­ტი" "ინ­სტაგ­რამ­ზე", სა­დაც ისა­უბ­რა ბავ­შვის უკ­რა­ი­ნულ ფეს­ვებ­ზე და მას მა­მის უკ­რა­ი­ნუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა უწო­და. იას­კოს პოს­ტში არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია თუ რო­დის და­ი­ბა­და მისი შვი­ლი, არც სქე­სი და არც ბავ­შვის სა­ხე­ლი უხ­სე­ნე­ბია. პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ფო­ტო­ე­ბი, რაც ლიზა იას­კოს ორ­სუ­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­და, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ღიად არ­ც ერ­თი მხა­რე არ სა­უბ­რობ­და.

რო­გორც Ambebi.ge-ს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვი­დან წყა­რო უყ­ვე­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვი­ლი 1 წლის არის, გო­გო­ნაა და მას ჟას­მი­ნი ჰქვია. სა­ხე­ლი გო­გო­ნას დე­დამ შე­ურ­ჩია.

წყა­რო ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ო­თხე შვილს ჯერ­ჯე­რო­ბით არ იც­ნობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ნამ ლიზა იას­კო ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რებ­და შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ მათი გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავ­და ბა­ბუ­ას, ლი­ზას მა­მას, ოლექ­სეი იას­კოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იას­კოს სა­ვა­რა­უ­დო ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში წერ­და, თუმ­ცა იქვე აკონ­კრე­ტებ­დნენ, რომ ქალს მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ამ დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 5 თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­მა“ სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტი­სა და ლი­ზას სა­ერ­თო შვილ­ზე, თით­ქოს კი­ევ­ში ბინა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ შვი­ლიშ­ვილს გა­და­უ­ფორ­მა. თუმ­ცა მა­შინ ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ექ­სპერ­ზი­დენტს უკვე ოთხი შვი­ლი ჰყავს. ედუ­არ­დი და ნი­კო­ლო­ზი სან­დრა რუ­ლოვსთან ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ე­ძი­ნა. ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი, სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ლიზა იას­კოს­თან ქმნი­და ახალ ოჯახს, უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, სწო­რედ რა­დას დე­პუ­ტატ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას შე­ე­ძი­ნა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×