რეზონანსი
02.06.2023

კომპანია PSP-სა და Lib.ge აკადემიის ონლაინ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმსა და ფშავ-ხევსურეთის სკოლის მოსწავლეებს წიგნიერების გაკვეთილები ჩაუტარდებათ. გაკვეთილებს ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი, ლელა კოტორაშვილი წაუკითხავს. შეთანხმება ასევე გულისხმობს მოწვეული მწერლების და გიორგი კეკელიძის სტუმრობას ამ რეგიონის სოფლებში და საჯარო ლექციების ჩატარებას. 

„PSP განათლების მიმართულებით წლებია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამასთან, ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში, ახალგაზრდული გაერთიანებების, ახალგაზრდული პარლამენტის, უნივერსიტეტების თვითმართველობის ღონისძიებებში. განათლების და წიგნიერების პოპულარიზაციის სატელევიზიო პროექტების მუდმივი მხარდამჭერია. ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელმაც ეროვნულ ბიბლიოთეკას უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის სასკოლო წიგნები გადასცა. Lib.ge-სთან გაფორმეული შეთანხმება საშუალებას მოგვცემს, მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორცილდეს“, - განაცხადა PSP ფრამას დირექტორმა ვაჟა ოქრიაშვილმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×