რეზონანსი
02.06.2023

Galt&Taggart-ის თვის ეკონომიკურ მიმოხილვაში ნათვამია, რომ ისინი 2023 წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან მიმართებაში 2.55-ს პროგნოზირებენ.

„ლარის კურსი მაისში 3,8%-ით გაუფასურდა, თუმცა წლიურ ჭრილში კვლავ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 4,4%-ით გამყარებულია. ბოლოდროინდელ გაუფასურებას მივაწერთ ერთჯერად ფაქტორების, რადგან სავალუტო შემოდინება რჩება ძლიერი და ტურიზმიდან შემოსავალი მკვეთრად იზრდება. აღსანიშნავია, რომ სებ-მა 4 თვეში 782,9 მლნ აშშ დოლარი შეიძინა (აპრილში 322,4 მლნ აშშ დოლარი), რის შედეგადაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულად მაღალი იყო და 2023 წლის აპრილში 5,1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია", -აღნიშნულია მიმოხილვაში.

1 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 4.24 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6396 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებით კი 5.45 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8278 ლარი გახდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×