ცხადია, კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის პროცესს დაასრულებს, - ამის ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს.
იონათამიშვილის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნება თუნდაც პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით.
„ზუსტად მას შემდეგ რაც ევროკავშირის მხრიდან ევროპული პერსპექტივა მოგვეცა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საკითხით სპეკულაცია დაიწყო. გვახსოვს, როცა ევროპულ პერსპექტივაზე რადიკალური კამპანიის აგორება სცადეს. ცხადია, რომ მათი რადიკალური დღის წესრიგი არასდროს განხორციელდება, მაგრამ საერთო საქმისთვის უკეთესი იქნება, რომ რაც უფრო ნაკლებია პოლარიზაციის ხარისხი ჯანსაღი დისკუსიისთვის მით მეტი სივრცე დარჩება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.