რეზონანსი
02.06.2023

ბორჯომელი ახალგაზრდა 10-დღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ გომთან, გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფრომაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი სავარუდოდ მწყემსმა ნახა.

ვახო მეტრეველს მაშველები 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა მისი ძმა, ბორჯომელი ბიზნესმენი ნიკოლოზ მეტრეველი.

ცნობისთვის, ნიკოლოზ მეტრეველისგან ქრთამის სახით, დიდი ოდენობის თანხის მითვისება 2020 წელს, ბორჯომის ყოფილმა მერმა ლევან ლიპარტიამ და გიორგი გოგიჩაიშვილმა სცადეს, ამ ფაქტის გამო, მუნიციპალიტეტის პირველი პირები დააკავეს.

გასული წლის 3 ნოემბერს, ბორჯომში, მეტრეველის ავტომობილი დაიწვა. მაშინ ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ბიზნესზმენის მანქანა მიზანმიმართულად დაწვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტრეველმა "სამხრეთის კარიბჭესთან" მხოლოს ის თქვა, რომ მანქანა გამართული ჰყავდა.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×