
დღესაც ჩვენ ვხედავთ, ისინი იმუქრებიან, ემუქრებიან პოლიციელებს, რომ დაგიმახსოვრებთ სახეზე და ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ნახავთ რა მოგივათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.
„მოსახლეობას აქვს მკაფიო მახსოვრობა იმ უმძიმეს წლებთან დაკავშირებით, რაც მათი მმართველობის დროს იყო. დღესაც ჩვენ ვხედავთ, ისინი იმუქრებიან, ემუქრებიან პოლიციელებს, რომ დაგიმახსოვრებთ სახეზე და ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ნახავთ რა მოგივათ! ემუქრებიან ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და იქ მომუშავე ადამიანს, რომელიც მათ უკანონო საქციელს, მათივე გაგებით, კვერს არ უკრავს და ემუქრებიან. გამომდინარე აქედან, ამას მოსახლეობა კარგად ხედავს", - განაცხადა ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან".