რეზონანსი
03.06.2023

უნგრეთი არ აპირებს რუსულ ენერგომომარაგებაზე უარის თქმას, თუმცა აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა მწარმოებლებთან დივერსიფიკაციის მიზნით, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„არ ვაპირებთ არც ნავთობის და არც ბუნებრივი აირის რუსული მომწოდებელი კომპანიის შეცვლას. ჩვენთვის რუსეთი საიმედო პარტნიორი იყო, როგორც „გაზპრომი", ასევე ნავთობის მწარმოებელი. სხვა საკითხია დივერსიფიკაცია. ჩვენი გადმოსახედიდან, ეს არ ნიშნავს, რომ გვინდა, ერთის მეორე წყაროთი ჩანაცვლება. დივერსიფიკაცია ჩვენთვის ნიშნავს, რომ ვეძებთ სხვა წყაროებს, მაგრამ არა რუსული რესურსების ჩანაცვლების მიზნით", - აღნიშნა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი და თურქეთი არიან მთავარი მომწოდებლები, რომლებსაც შეუძლიათ უნგრეთისთვის დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა. როგორც სიიარტო აცხადებს, ამ საკითხზე უნგრეთი მათთან მოლაპარაკებებს მართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×