რეზონანსი
05.06.2023

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ჩვენი გეგმაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაძლიერდეს - კონკრეტულ კოალიციებსა და შეთანხმებებზე ჯერ საუბარი ნაადრევია

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, ნებისმიერ პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლოს.

" ჩვენი გეგმაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაძლიერდეს. გვინდა, ჩვენი ლიდერი თავისუფლებაზე ვიხილოთ. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს დიდი რეგიონული პოლიტიკური თამაშის მთავარი ფიგურა და ნაწილი. მის გარეშე ამ რეგიონის რუსული მარწუხებიდან დახსნა წარმოუდგენელია. ასევე გვინდა, რომ კოორდინაციაში ვიყოთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიასთან მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი იქნება ეს, თუ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხი, რაშიც ძალიან დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მართლაც პროდასავლურ პარტიასთან.

სხვა კონკრეტულ კოალიციებსა და შეთანხმებებზე ჯერ საუბარი ნაადრევია", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

„ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს", - განაცხადა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მისამართით ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×