რეზონანსი
06.06.2023

პოლონეთში, 4 ქართველი დააკავეს. ადგილობრივი პოლიცია მათ მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე მიგრანტების არალეგალურად შეყვანას ედავება. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ უცხოელებს არ ჰქონდათ პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის და დარჩენის დამადასტურებელი საბუთები.

საზღვარზე დაკავებულ მანქანებში, პოლონური მედიის ინფორმაციით, 38 ადამიანი იყო, მათგან 37 თურქეთის მოქალაქეა, ერთი კი ავღანელი.

ადგილობრივმა სასამართლომ, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზატორებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. დანაშაული 8 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ინფორმაციას პოლონურ მედიაზე დაყრდნობით "TV 25" ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×