
ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. ვფიქრობ, საზოგადოებამ, კარგად იცის, რომ გვარამიამ, 6 მლნ-ით გაძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.
„გვარამიას საქმეზე ჩემგან კომენტარს ნუ ელოდებით. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი, შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის, საგამოძიებო ორგანოების მიერ. სასამართლომ გადაწყვიტა განაჩენი და მე არც ვიცოდი, თუ უზენაესშია საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში, მაგრამ საზოგადოებამ, ვფიქრობ, კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე როგორც კეზერაშვილმა, აქ პატარა მასშტაბებია შედარებით, 6 მლნ-ით გაძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2", ეს რაც ვიცი მედიისგან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.