
პეკინი საფრანგეთთან უკრაინის "პოლიტიკურ მოწესრიგებაზე" მუშაობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია იტყობინება.
"5 ივნისს სატელეფონო საუბრისას, ჩინეთის უმაღლესი დიპლომატი ვანგი და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ემანუელ ბონე შეთანხმდნენ, "შექმნან პირობები პოლიტიკური მოგვარების პროცესის დასაწყებად", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"მხარეებმა შეათანხმეს თავიანთი პოზიციები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და შეჯერდნენ, რომ გააგრძელებენ დაგროვებული და ახალი პირობების შექმნას პოლიტიკური პროცესის მოგვარების დასაწყებად", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორ ხედავენ მხარეები "მორიგების პროცესს", დეტალები არ საჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ "ჩინეთ-ფრანგული ჩართულობა ომის დასასრულებლად" კამპანიის ფარგლებში, აპრილში, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთში ჩავიდა, სადაც სი ძინპინს შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში ომის შეწყვეტაზე ისაუბრეს.
მაკრონის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ "ბლუმბერგმა" განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერმა ჩინეთის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამავდროულად, პირველად, სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ შემდეგ ჩინეთის ლიდერი ძინპინი დათანხმდა სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მედია იტყობინება, რომ საუბარი მაკრონის ძალისხმევით შედგა.