რეზონანსი
07.06.2023

ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს და ჩვენ არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„მერამდენედ ვეჩეხებით, რომ თითქოს საბოტაჟს უქმნის ჩვენს ქვეყანას და საკუთარ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ. შეგახსენებთ ელჩების დანიშვნას, მეორე თემა იყო ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა, გვირგვინი იყო ეროვნული ბანკის შესახებ", - განაცხადა ზარქუამ.

პარტია „ქართული ოცნების" განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×