რეზონანსი
07.06.2023

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებულმა უსაფუძვლო დეზინფორმაციამ მნიშვნელოვნად დააზიანა კომპანიის იმიჯი.

„წყლის ხარისხზე მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებას 2019 წელსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მიმართა სასამართლოს და შედეგად ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს მოუწიათ საჯაროდ ბოდიშის მოხდა. ამჯერად კომპანიამ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა დადგინდეს დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და მიზნები და მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი", - აცხადებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორმი ზურაბ ალფაიძე.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. მათივე განცხადებით, ხარისხის კონტროლს „ჯივიპის" ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×