რეზონანსი
23.09.2023

ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დარჩეს დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში. „როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს და ოპოზიციას, რომელსაც თავი გააქვს თვიდან თვემდე ასეთი ტიპის თემებით, არაფერი საქმიანი აღარ აქვს თავის დღის წესრიგში, როგორმე კიდევ დაუტოვონ რაიმე სალაპარაკო, რითაც შეძლებენ თავისი ამომრჩევლები მოატყუონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის დამოკიდებულებაა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×