ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლა შეაფასა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, პრემიერის ეს გამოსვლა უნაკლო იყო.
„პრაქტიკულად, პრემიერმა ყველა საჭირბოროტო პრობლემაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ისაუბრა. იყო სწორედ იმ ხედვით ნათქვამი, რომელიც პრაქტიკულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ამის თაობაზე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მეტს გაიგებს.
ასამბლეაზე ვინც გამოდის, ყველა საკუთარ წარმატებებზე საუბრობს, მაგრამ ეს ბევრს აკლია და ამ თვალსაზრისით გამორჩეული გამოსვლა იყო. ამ შემთხვევაში ჩვენი პრემიერის გამოსვლაში კარგად იგრძნობოდა სწორი ხედვა, პრაგმატულად გათვლილი, გაანგარიშებული და არგუმენტირებული ხედვა, როგორ ფიქრობს საქართველო, რომ ის იქნება განვითარებულ სახელმწიფოთა შორის. ", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.