
დღეს ეროვნული ბანკი არის გადასარჩენი და ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა დაიწყოს შარლ მიშელის პროცესის მსგავსი, „საბანკო შარლ მიშელი", რომ ეროვნულ ბანკში მეტ-ნაკლები კონსენსუსით იყოს საბჭოს წევრები დანიშნული.
„დღეს ეროვნული ბანკი არის გადასარჩენი და ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ ოპოზიციამ, საპარლამენტო უმრავლესობამ, მთავრობამ და სალომე ზურაბიშვილმა. უნდა დავიწყოთ შარლ მიშელის პროცესის მსგავსი, „საბანკო შარლ მიშელი", რომ ეროვნულ ბანკში მეტ-ნაკლები კონსენსუსით იყოს საბჭოს წევრები დანიშნული.
თანამშრომლები დაუპირისპირდნენ ნათია თურნავას, 200-მდე ადამიანმა მოაწერა პეტიციას ხელი. ისინი მოითხოვენ ამ დადგენილების გაუქმებას", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.