რეზონანსი
26.09.2023

გიორგი გახარიას პარტიის შეცვლილ პოზიციას, შოვის საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში მხარი დაუჭირონ, მმართველ გუნდში აფასებენ და ეჭვობენ, რომ შესაძლოა პარტია "საქართველოსთვის" გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციური პარტიების ზეწოლის შედეგი იყოს.

"მეჩვენება, რომ ეს არის ოპოზიციის სხვა ნაწილისგან ბულინგის რეზულტატი. სხვაგვარად აუხსნელია იმ პოზიციის ტრანსფორმირება, მით უმეტეს, თვლიან, რომ არ არის სწორი, მაგრამ მაინც აკეთებენ. თუ მოვერიდებით ქართულ პოლიტიკაში ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც თვითონაც მიიჩნევენ, რომ არასწორია, მაგრამ მაინც დგამენ ასეთ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მარტო იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცას ამუნათებს და რაღაცით ემუქრება, ვიღაცას კონფლიქტი არ უნდა, ამის გამო მხარი დაუჭირო არასწორ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ზიანის მოტანის მეტი არაფერი შეუძლია, რასაკვირველია, არ არის სწორი დამოკიდებულება," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

გახარიას პარტიამ პოზიცია შეცვალა და შოვის საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში მხარს დაუჭერს. კომისიის შექმნა დღის წესრიგში "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ" დააყენეს, თუმცა ამ ინიციატივას პარტია "საქართველოსთვის" არ ემხრობოდა.

დღეს კი გახარიას თანაგუნდელებმა განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდი ამ პროცესში არ გახდება ბარიერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×