რეზონანსი
26.09.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.

მათ შორის, სხდომაზე დამტკიცდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება, რომელიც 6 პროექტს მოიცავს: ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება - 71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა - 26,9 მლნ აშშ დოლარი.

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და აუქციონმა კერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია - წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე.

სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ საქართველოში.

ელექტროგენერაციის ეს 27 სადგური, ამოქმედების შემდეგ, ჯამურად შეძლებს 1,1407 მლრდ კვტ სთ ენერგიის გამომუშავებას ჩვენი ქვეყნისთვის ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

ასევე, გასულ სხდომაზე დამტკიცდა ხელშეკრულება, რომელიც 11 პროექტს მოიცავს და რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, ჯამური გამომუშავება - 661,9 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა - 218 მლნ აშშ დოლარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×