რეზონანსი
26.09.2023

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, თანამშრომლების ეროვნული ბანკიდან წასვლის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ სამი ვიცე-პრეზიდენტის ერთდროულად გადადგომა მძიმე ფაქტი იყო, თუმცა "ზოგი წავა და ზოგი მოვა, მთლიანობაში ეროვნულ ბანკს ძალიან კომპეტენტური გუნდი ჰყავს"

"მოადგილეების წასვლამ კითხვები გააჩნია როგორც ორგანიზაციის შიგნით ასევე, გარეთ, რადგან იყო მუდმივად განხილვის საგანი. მე ერთხელ ვთქვი და აღარ განვმეორდები, არ მინდა დამატებითი შეფასება გავაკეთო. ჩემი ყოფილი კოლეგები და მეგობრები არიან, მათ როგორც ჩანს თავისი მოსაზრებები ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ 3 მოადგილის ერთდროულად წასვლა, როდესაც სულ 7 ვიყავით და ქვორუმი იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ემუშავა, საჭირო იყო 5 და ელემენტარული არითმეტიკის ამბავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდებდა ეროვნულ ბანკს. თუკი ისინი ფიქრობდნენ, რომ გადაწყვეტილება იყო დავუშვათ, არასწორი, ამ თავისი გადაწყვეტილებით შეეძლოთ მთლიანად სისტემის პარალიზება, მაგრამ კარგია, რომ ამ დროს პარლამენტში წარდგენილი იყო ორი კანდიდატი და პარლამენტმა დროულად მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ჩვენ ამ კუთხით არაფერი არ გვემუქრება აბსოლუტურად, ქმედითუნარიანია ჩვენი საბჭო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თემა იყო. რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას - მერწმუნეთ 600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა. მთლიანობაში ძალიან კომპეტენტური გუნდი გვყავს. მე მიწევს ძალიან ბევრი შეხვედრა, რადგან ერთი გუნდი ვართ და თუკი რაიმე კითხვა გაუჩნდათ მინდა, რომ მივაწოდო სწორი ინფორმაცია ჩვენს მოტივებთან დაკავშირებით. არანაირი დესტაბილიზაცია არ არის, ყველა მუშაობს.19 სექტემბრის ტექსტის შესახებ მოადგილეებმა ხელმოწერამდე გაიგეს, თავისი პოზიცია დააფიქსირეს, ეს იყო უთანხმოება გადაწყვეტილების მიმართ და შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღე", - თქვა თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×