რეზონანსი
26.09.2023

უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინა დროებითი დერეფნის მეშვეობით შვიდმა გემმა დატოვა.

„განახლებული მონაცემებით, ახალი დერეფნით შვიდმა გემმა გაცურა. პროცესი გრძელდება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ტერიტორიული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა.

პლეტენჩუკის თქმით, შავ ზღვაში უკრაინულ გემებს მთავარ საფრთხეს რუსული „შაჰედები", რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები უქმნიან.

„ჩვენი ტერიტორიული წყლების შემდეგ გემები რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ბოსფორის სრუტემდე შედიან. ეს უკვე ნატო-ს წევრი ქვეყნების ზღვაა და, შესაბამისად, დარტყმა ამ ტერიტორიაზე არის დარტყმა ამ ქვეყნებზე", - განაცხადა პლეტენჩუკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×