საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხზე გამართულ სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრეზიდენტი მადლობას უხდის საკონსტიტუციო სასამართლოში მის წარმომადგენლებს.
მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი", - წერს ზურაბიშვილი „ფესიბუქ" გვერდზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, 12:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.
პროცესს არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმოამდგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.