რეზონანსი
03.10.2023

ლანჩხუთის მერიის ცნობით, სოფელ ხორეთში სტიქიამ 8 სექტემბერს გაკეთებული დროებითი ხიდი დააზიანა. როგორც უწყება წერს, მაშინ დაზიანებული ხიდის ადგილას დროებითი გადასასვლელი გზა მოეწყო, რათა მოსახლეობას გადადგილება შეძლებოდა.

"აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა და 4 დღეში დროებითი ხიდი მოაწყო, რაზედაც ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. 3 ოქტომბრის სტიქიამ აღნიშნული გადასასვლელი დააზიანა და დღეს ამ დროებით ხიდზე გავლა შეუძლებელია", - დაწერა მერიამ.

მათივე ინფორმაციით, დაწყებულია ძველი ხიდის დემონტაჟი და უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა, თუმცა მანამდე ისევ დროებითი გადასასვლელი გზის მოწყობაა საჭირო, რათა მოსახლეობამ გადაადგილება შეძლოს. უწყების ცნობით, მობილიზებულია ტექნიკა და საჭირო ინფრასტრუქტურული მასალები, რომ დროულად მოხდეს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა.

შეგახსენებთ, რომ გურიაში გასულ ღამეს სტიქია იყო. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ოზურგეთი. უხვმა ნალექმა დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კომერციული შენობები. მათ შორის ოზურგეთის ცენტრალური ბაზარი, სადაც დასაქმებულებს პროდუქცია რომელიც მათი შემოსავლის ერთადრთი წყაროა, სრულად გაუნადგურდათ. ხალხი დახმარებას ითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×