„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი თბილისში USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული სემინარის შინაარს ეხმიანება და აცხადებს, რომ ტრენინგზე ძალადობის და რევოლუციური სცენარების სწავლება ხდებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „საზოგადოებამ საჯაროდ ნახა სემინარი, სადაც პირდაპირ მიდიოდა სწავლება ძალადობასთან და რევოლუციურ სცენარებთან დაკავშირებით".
გურამ მაჭარაშვილის თქმით, სემინარი დესტრუქციულ შინაარსს რომ ატარებდა, ეს თავად ორგანიზატორებმაც აღიარეს.
„ამასთან, თავად ამ ორგანიზაციის ლიდერებმა აღიარეს ჩანაწერების ავთენტურობა და ის, რომ ძალადობას ქადაგებენ და ძალიან ღიმილიანი სახით ამბობდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომ უბრალოდ, ასწავლიდნენ როგორ უნდა მოხდეს იძულებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მხრიდან პოზიციის დათმობა ხელისუფლებასთან დაკავშირებით.
ასევე იმას, რომ თუ ეს არ მოხდებოდა, როგორ უნდა განეხორციელებინათ შემდეგ პარლამენტის ფუნქციონირების ჩამოშლა. ეს არის აღიარებული ამ ორგანიზაციის მხრიდან," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.