რეზონანსი
04.10.2023

რომელ აქციაზე გწყდებათ გული ჩვენი ხელისუფლების პირობებში? მაგალითი, რომ მოგვიყვანოთ. რომელი აქცია ვერ ჩაატარეთ ჩვენი ხელისუფლების მთელი ამ საქმიანობის პერიოდში? სად გწყდებათ გული? სად ვერ შეიკრიბეთ? რა პრობლემა შეგექმნათ მშვიდობიანი შეკრების კუთხით?, - ასე მიმარტა ოპოზიციას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ბატონო რომან, კარვების ქალაქი თქვენი ხელისუფლების დემოკრატიის უმაღლეს მწვერვალად, რომ შემოგვასაღეთ, ეგრეც არ ყოფილა ეგ ამბავი. ძალიან კარგად ვიცი, კარვები, რატომაც დატოვეთ რუსთაველის ქუჩაზე და ბოლოს, რა უქენით მაგ ხალხ. ისიც კარგად ვიცით, ქუჩები, ყველა გასასვლელი რომ ჩაუკეტეთ, ამოახრჩვეთ გაზში ხალხი და ხელკეტებით, რომ ცემეთ ბავშვიან-ქალიანად ყველა, ძალიან კარგად გვახსოვს ეგ. თქვენ რა, მართლა კარვების დადგმა გინდოდათ აქ და დემოკრატიას აჩვენებდით ვინმეს? გადახვედით მთელი პარლამენტი და მთავრობა ლამის სხვა ქალაქსა და სხვა ქვეყანაში აგრძელებდით საქმიანობას. ეგ იყო თქვენი ჩანაფიქრი, გჭირდებოდათ მაშინ, გაითამაშეთ, მაშინ, რაღაც პარტია, მაგრამ ისიც ვერ მიიყვანეთ ბოლომდე წესიერად. ადექით და ბოლოში მაინც დაარბიეთ ის ხალხი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ახლა კარვების ტოლერანტებად ნუ გამოიყვანეთ აქ თქვენი თავი.

მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი.

რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილის რიტორიკას, რამდენჯერმე წამოგვაძახა აქ მიტინგებზე საერთოდ ვინ დგახართო, თუ შეიძლება ხელი აწიოთო? მე მინდა მას შევთავაზო, რომ ერთი კვირით გადმოჯდეს უბრალოდ ჩვენს მხარეს, მინდა კიდევ ერთხელ გავაცნო ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის წლების განმავლობაში, სტუდენტობიდან იბრძოდა, ეს ადამიანები აქ სხედან. ასევე, აქ არის უმრავლესობის წევრი საქართველოს მაშინდელი ომბუდსმენი, ვინც ევროპის ყველაზე საუკეთესო ომბუდსმენად იყო აღიარებული და ვინც გაბედა და თქვენ პირსისხლიან რეჟიმს დაუპირისპირდა. ძმა, რომ დაუჭირეთ და რომ შეუთვალეთ, რომ „შენ ძმას ციხიდან არ გამოუშვებ, თუ არ შეწყვეტ ხელისუფლების კრიტიკასო", ეგეც კარგად იცის საზოგადოებამ და იმ ძმამაც, რომ შემოგითვალათ, რომ „სადამდეც საჭირო იქნება დავრჩები ციხეში, სანამ თავისუფლება და სამართალი არ გაიმარჯვებსო", ესეც ძალიან კარგად გვახსოვს საზოგადოებას. თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ! ომბუდსმენი სცემეთ, დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს.

რომელ აქციაზე გწყდებათ გული ჩვენი ხელისუფლების პირობებში? მაგალითი, რომ მოგვიყვანოთ. რომელი აქცია ვერ ჩაატარეთ ჩვენი ხელისუფლების მთელი ამ საქმიანობის პერიოდში? სად გწყდებათ გული? სად ვერ შეიკრიბეთ? რა პრობლემა შეგექმნათ მშვიდობიანი შეკრების კუთხით? მაგრამ პრობლემები სერიოზული შეგექმნათ, როცა თავდასხმებს გეგმავდით და ძალადობას აქეზებდით აქ, პარლამენტზე და ცესკოში, რომ იჭრებოდით ბიულეტენების გასანადგურებლად, რომ მერე არჩევნები გამქრალად გამოგეცხადებინათ, მაგაზე კი შეგექმნათ პრობლემები", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×