რეზონანსი
28.11.2023

ირაკლი კობახიძე "პოლიტიკოს" სტატიას ბიძინა ივანიშვილზე "სამარცხვინოს" და "შეკვეთილ სტატიას" უწოდებს. მისივე მტკიცებით, არც ერთი ფაქტი და გარემოება არ მიუთითებს არაფორმალურ მმართველობაზე: 

"ერთი სიტყვით ვუპასუხებ - ეს არის სამარცხვინო. ვიღაცა ფულს გადაიხდის რომელიღაცა გაზეთში და ბიძინა ივანიშვილ უარყოფითად იქნება მოხსენიებული, ამას ხო არაფერი ფასი არ აქვს. ფასი აქვს ფაქტებს და ფაქტი არის ის, რომ სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ბინა ივანიშვილმა" ამბობს კობახიძე.

გამოცემა "პოლიტიკომ" გამოაქვეყნა ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი, მათ გარდა, გამოცემა წერს კიდევ სამ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანებზე - შემსრულებლები, დამრღვევები და მეოცნებეები. გამოცემა აღნიშნავს, რომ თითოეული წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას. ვინ დასახელდება ამ კატეგორიების მიხედვით ყველაზე გავლენიან პირებად დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

იმ ადამიანების სიაში, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა, რომელსაც "პოლიტიკო" ოლიგარქად მოიხსენიებს.  ამავე სიაში მოხვედრილია უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×