რეზონანსი
28.11.2023

ასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიმართავს და საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

დღეს ისინი საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდნენ და წერილი გადასცეს, რომლის ადრესატიც საბერძნეთის მთავრობაა. კამპანიის ფარგლებში, მსგავსი შეხვედრები იგეგმება ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთანაც.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. თუმცა, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში, სრული თანხმობის პირობებში,  უნდა მიიღოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×