რეზონანსი
28.11.2023

მეგობარი ქალის ცემასა და ნარკოტიკების შენახვაში ბრალდებული მომღერალი საპატიმროს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს - კაბუ გირაოს თანხის შეტანას ახლა ციხეში ელოდება.

მსახიობს ამ წუთებში მისი ადვოკატი ხვდება, უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მოსამართლის მხრიდან გირაოს შეფარდება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან კაბუ ხელოვანია, მისი პატიმრობა კი ხელოვნების სფეროს დააზიანებდა, ამასთან საქმეში მომღერლის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. 

არ გამოვრიცხავ, რომ დღესვე მოესწროს თანხის შეტანა. ბრალთან დაკავშირებით, არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ აღიარებს და ეს ყველაფერი არის ცალმხრივი, არ ვიცი, რაში დასჭირდა ამ ქალბატონს ეს ყველაფერი. არის ქალბატონი, რომელიც გარკვეულწილად გაბრაზებული იყო ბრალდებულზე. მან განაცხადა, რომ მას არ ეკუთვნის აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და ასევე განაცხადა ის, რომ არანაირ ფიზიკურ ძალადობას მისი მხრიდან არ ჰქონია დაზარალებულზე... გირაოზე გადაწყვეტილება აბსოლუტურად არ იყო მოულოდნელი, ვინაიდან საქმეში არ არის მტკიცებულებები და ბუნებრივად ველოდებოდით, რომ გამოყენებული იქნებოდა გირაო," - ამბობს ადვოკატი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×