რეზონანსი
04.12.2023

ქართული ჯარი "ოცნების" არაპროფესიონალიზმის და კორუფციის გამო იწამლება, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე "შაბათის ეთერის" ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ საუბრობს. ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმ ტენდერების შესახებ, რომლითაც ქართული ჯარის საკვებით მომარაგება მოხდა. 

საქართველოს ჯარი დღეს იწამლება "ქართული ოცნების" არაპროფესიონალიზმის და კორუფციის გამო. ფაქტია, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საჯარისო უწყებების ადმინისტრაცია მალავს, პარალელურად, ინფორმაციას იმ სახიფათო კვების შესახებ, რომელიც ჯარშია. გასაჯაროვდეს როგორც სასამართლო სხდომების შესაბამისი ჩანაწერები, სადაც ექსპერტები იჩაგრებიან იმის გამო, რომ ისინი პატრიოტიზმის საფუძველზე იცავენ ქართველი ჯარისკაცების ინტერესებს და მეორეს მხრივ, გასაჯაროვდეს ის გაურკვეველი ტენდერები, სადაც ადრე არსებული ინფორმაციის საფუძველზე რუსული კონსერვებით კვებავდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ახლა გაფუჭებული, მატლიანი და რაღაც გაუგებარი პროდუქტებით კვებავენ საქართველოს ჯარს. ეს არის დანაშაული, ეროვნული ღირსების შელახვა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს "ქართულმა ოცნებამ" და თავდაცვის სამინისტრომ, - ამბობს კუპრაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×