რეზონანსი
04.12.2023

არის აბსურდული ბრალდებები, წინასწარ შექმნილი ხმაური იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე მთავარი პროცესის, რაც არის არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" ჩართვისას რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნებით არაფერი გამოდის, შესაბამისად, არჩევნები მათი ინტერესის სფეროში არ შედის და არც საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა.

„მათი ერთადერთი მიზანია, რაიმე გზით შექმნან ხმაური ან არეულობა, რაც მათ მოაქცევს ხელისუფლებაში. სხვა მათ არაფერი აინტერესებთ. სამწუხაროდ, ეს დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ იმ ორწლიანი დაკვირვების შედეგად, რაც ჩვენ სახეზე გვაქვს და როგორც ისინი იქცევიან ნებისმიერ პროგრესულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ვთქვათ, უკავშირდება არჩევნების უკეთ ჩატარებას. არის აბსურდული ბრალდებები, წინასწარ შექმნილი ხმაური იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე მთავარი პროცესის, რაც არის არჩევნები", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×